ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ტურისტული კომპანია ,,თრეველ ტური“2008 წლიდან მოღვაწეობს ადგილობრივ ბაზარზე და პოზიციონირდება როგორც კორპორატიული, საშუალო და პრემიუმ კლასზე ორიენტირებული ერთერთი წამყვანი კომპანია.

ჩვენს მომსახურებაში შედის:

1 ავიაბილეთების დაჯავშნა, შესყიდვა.

კომპანია თანამშრომლობს თითქმის ყველა საერთაშორისო ავიაკომპანიასთან და აქვს შესაძლებლობა საერთაშორისო ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემით,,Amadeus”ის საშუალებით გამოწეროს ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

2.სასტუმროების და მანქანების დაჯავშნა

,,თრეველ ტურს“ ჰყავს მრავალ ქვეყანაში პარტნიორი ტურისტული კომპანიები, ასევე  გაწევრიანებულია საერთაშორისო სასტუმროების და ტრანსფერების დაჯავშნის სისტემაში, რისი საშუალებითაც კომპანია ანხორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სასტუმროებისა და ,,ტრანსფერების“ დაჯავშნას.

3.რკინიგზის ბილეთების დაჯავშნა

კომპანია  საერთაშორისო დაჯავშნის სისტემის მეშვეობით ჯავშნის რკინიგზის ბილეთებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

4. მსოფლიო სამოგზაურო მხარდაჭერა

ჩვენ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: იმედი L  და

,,GPI  ჰოლდინგი“ . შესაბამისად ყველა ჩვენი მგზავრი მოგზაურობის დაწყებისთანავე იზღვევა ზემოთ ხსენებულ  კომპანიაში.

5. ინდივიდუალური და ჯგუფური შიდა და გარე ტურები

,,თრეველ ტური“ ახორციელებს  ტურების ორგანიზებას როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში

6.გიდების მომსახურება

გიდის საჭიროების შემთხვევაში კომპანია თანამშრომლობს უკვე გამოცდილ გიდებთან რომელთანაც კომპანიას აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება.

7.საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა

როგორც ავღნიშნეთ, კომპანიას აქვს 8 წლიანი გამოცდილება და მუშაობს როგორც ინდივიდუალურ პირებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან და კომპანიებთან. ჩვენი  მომსახურებით სარგებლობენ შემდეგი ორგანიზაციები: ,, საქართველოს უზენაესი სასამართლო“ ,,საქართველის განათლების და მეცნიერების სამინისტრი“ ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრი“ ,,საქართველოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო“ ,,ნატო–ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში“ ,,სიქპა სიქურით სოლუშენ ჯორჯია“

ყველა ჩვენი კორპორატიული ორგანიზაციები სარგებლობენ ფასდაკლებებით  როგორც ავიაბილეთებზე და სასტუმროებზე ასევე ყველანაირ ტურისტულ მომსახურებაზე 10–20% –მდე.

 ჩვენი ძირითადი ამოცანაა ჩვენ კორპორატიულ ორგანიზაციებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი ჩავაყენოთ საქმისყურში სხვადასხვა ავიაკომპანიების და სასტუმროების აქციებთან დაკავშირებით და უმოკლეს დროში შევასრულოთ მათი მოთხოვნები მაქსიმალური ხარისხით. ყოველივე ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ამ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა გამოცდილება სხვადასხვა კონფერენციების და შეხვედრების ორგანიზებაში:

2016 წლის ივნისი– ბათუმი, გარემოს დაცვითი მინისტერიალი ,,გარემო ევროპისთვის“ კონფერენციის სტუმრების, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან,ავიაბილეთების გამოწერა.

2016 წლის 27–28 აპრილი– ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მეოთხე წლიური კონფერენცია. ჩამოსული სტუმრებისთვის ტურების ორგანიზება.

2014წელი– ,,საქართველოს უზენაესი სასამართლო“–დელეგაცია თურქეთიდან. სასტუმროების დაჯავშნა და საქართველოს ფარგლებში ტურების ორგანიზება

 2011წელი: შვეიცარული ფარმაცევტური კომპანია,, შერინგ პლაუ“ კონფერენციის ორგანიზება, ავიაბილეთების და სასტუმროების დაჯავშნა, შიდა ტურების ორგანიზება.

ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 5 კვალიფიციური თანამშრომელი, რომელთა გამოცდილება არის არანაკლებ 4 წლისა. მათგან 2 თანამშრომელი ძირითადად მუშაობს ჩვენს კორპორატიულ კლიენტებთან , რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებში. მათი ძირითადი მოვალეობებია ავიაბილეთების და სასტუმროების დაჯავშნა, მოცემული დავალების სრულყოფილად შესრულება, ინფორმაციის მიწოდება მგზავრებთან აეროპორტის დახურვის, ფრენის გაუქმების, დაგვიანების შესახებ და მგზავრების მხრიდან ნებისმიერ უკმაყოფილებაზე სწრაფი რეაგირება.

გვენდეთ ჩვენ, ნუ დახარჯავთ დროს ტურების დაგეგმვაში და თქვენ აუცილებლად ჩვენით კმაყოფილი დარჩებით!!!