დღე 1 - გამგზავრება მცხეთაში
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი: XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სადაც დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
სამთავრო: XI საუკუნის პირველი ნახევრის ტაძარიa, ამჟამად წმიდა ნინოს დედათა მონასტერი მდებარეობს სწორედ ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული წმინდა ნინომ. სამთავროს კომპლექსის მთავარი გუმბათიანი ტაძარი XI -საუკუნით თარიღდება. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია.
შიომღვიმე: ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.
ღამისთევა სტეფანწმინდში
დღე 2 - საუზმე სასტუმროში
დარიალის ხეობა: . დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა. სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის. ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.
გერგეtის სამების ეკლესია: ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარi, სამრეკლო და საბჭეო.
ღამისთევა სტეფანწმინდაში
დღე 3 - საუზმე სასტუმროში
დაბრუნება თბილისში, გზად ანანურის მონახულება
ანანურის ციხე: ფეოდალური ხანის (XVI -XVIIსს.) ციხესიმაგრეა. იგი ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოs მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.