პროგრამა:
დღე 1
გამგზავრება ქუთაისში
ბაგრატის ტაძარი : ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის dros. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
გელათის მონასტერი: დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია.
მოწამეთა: აგებულია წმინდა ძმების დავითისა და კონსტანტინეს(მხეიძეების) უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ.
ღამისთევა ქუთაისში.
დღე 2
საუზმე სასტუმროში
სათაფლია: ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშები და დინოზავრის ნაკვალევი. აღსანიშნავია, რომ ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი და გადაშენების პირას მისული საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი.
დაბრუნება თბილისში.