მცხეთის ტური

მცხეთის ტური

გამგზავრება: 0000-00-00
გამომგზავრება: 0000-00-00
საცხოვრებელი:
კვება:
ფასი: ₾0
ადგილმდებარეობა:

პროგრამა:

ჯვრის მონასტერი: VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი:  XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სადაც დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

სამთავრო: XI საუკუნის პირველი ნახევრის ტაძარიa,  ამჟამად წმიდა ნინოს დედათა მონასტერი მდებარეობს, სწორედ ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული წმინდა ნინომ. სამთავროს კომპლექსის მთავარი გუმბათიანი ტაძარი XI -საუკუნით თარიღდება. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია.

შიომღვიმე: ადრეფეოდალური ხანის საქართველოს  ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი.  დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ  შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.

დაბრუნება თბილისში