პროგრამა:
სამება: მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში, ელიას გორაზე. საძირკველი ტაძრისთვის 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
მეტეხის ტაძარი: აშენდა მე-Vსაუკენეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ. ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი, სადაც V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს.
აბანოთუბანი: თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, რომელიც ცნობილია ბუნებრივად ცხელი მინერალური წყლებით. ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არ აქვს.
ბოტანიკური ბაღი: ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი: დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით. მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა. სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ნაშთების გამოფენა, რომელიც 1.800 000 წლით თარიღდება და წარმოადგენს ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ უძველეს ნიმუშს.
შარდენის ქუჩა: ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი, რომელსაც ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელი ეწოდა. შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები.